უკრაინის გენშტაბი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, დონეცკის ოლქში მდებარე სოფელ ანდრეევკის გათავისუფლებას ადასტურებს
უკრაინის გენშტაბი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, დონეცკის ოლქში, ბახმუტიდან სამხრეთით მდებარე სოფელ ანდრეევკის გათავისუფლებას ადასტურებს.
როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადის წევრებმა განაცხადეს, ანდრეევკაში რუსული გარნიზონი ალყაში მოაქციეს და რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ანდრეევკის აღება და შენარჩუნება ბახმუხტიდან მარჯვენა ფლანგზე გარღვევისთვის საკვანძო იქნება.
„მესამე მოიერიში ბრიგადამ გაათავისუფლა დასახლებული პუნქტი ანდრეევკა. ელვისებური ოპერაციის შედეგად, ანდრეევკის რუსული გარნიზონი ალყაში იქნა მოქცეული, ძირითადი ძალებისგან მოწყვეტილი და განადგურებული“, – ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ განადგურებულია რუსეთის 72-ე ბრიგადა ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინული ძალების მიერ ანდრეევკის დაკავების შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.