უკრაინის გენშტაბი - გასული ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა რუსეთის მირ გაშვებული 15 კამიკაძე-დრონიდან 14 გაანადგურეს
გასული ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა რუსეთის მირ გაშვებული 15 კამიკაძე-დრონიდან 14 გაანადგურეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში.
ამასთან, გენშტაბი აცხადებენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მორიგი სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.
გენშტაბის ცნობითვე, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით მტრის 62 თავდასხმა მოიგერიეს, ასევე დარტყმა განახორციელეს მოწინააღმდეგის საარტილერიო დანაყოფზე.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ბახმუტისთვის, ავდეევკისა და მარიინკისთვის მიმდინარეობს.