უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის ტემპს პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით აძლიერებს
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის ტემპს პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით აძლიერებს

რუსეთის ძალები შეტევის ტემპის გაძლიერებას განაგრძობენ პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, გასული ერთი დღის განმავლობაში ფრონტის ხაზის გასწვრივ 99 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებებზე მტერი განაგრძობს შეტევითი მოქმედებების ტემპის გაძლიერებას და ამისთვის მნიშვნელოვანი ძალების ჰყავს ამოქმედებული. მიუხედავად ამისა, უკრაინელი დამცველები თავდაჯერებულად აკავებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების შეტევას და მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის“, – ნათქვამია გენშტაბის დღის შემაჯამებელ ანგარიშში.

ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმია ცდილობს თავდასხმას ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკთან, სადაც შეტაკება გრძელდება. კუპიანსკის მმართულებით კი საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციების შტურმი 12-ჯერ სცადეს, რვა შეტევა განხორციელდა ლიმანის მიმართულებით.