უკრაინის გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე იური ლუცენკოს გადაყენების საკითხს უკრაინის უმაღლესმა რადამ უყარა კენჭი, თუმცა მხარი არ დაუჭირა.

ლუცენკოს გარშემო აგორებული სკანდალი, სამოქალაქო აქტივისტ ეკატერინა განდძიუკის მკვლელობის საქმის გამოძიებას უკავშირდება. ლუცენკო ამტკიცებს, რომ ის ვეღარ მოითმენს სამართალდამცავების საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებს და ამიტომ მზადაა, გადადგეს. რადამ ლუცენკოს გადაყენება არ ისურვა, ამიტომ მან გათავისუფლების შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა.

ლუცენკოს უწყებისა და ზოგადად უკრაინელი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უკმაყოფილება უკვე დიდი ხანია არსებობს. მათ ხშირად ადანაშაულებენ სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმაში. განსაკუთრებით რეზონანსული გამოდგა ეკატერინე განდძიუკის საქმე, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებში კორუფციის ფაქტებს ამხელდა. მას თავს ივლისის ბოლოს დაესხნენ და მჟავა შეასხეს. მიღებული დამწვრობის შედეგად აქტივისტი 4 ნოემბერს გარდაიცვალა.