უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, ხარკოვის რაიონში რუსებმა ესროლეს ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, დაღუპულია სამი პირი
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, ხარკოვის რაიონში რუსებმა ესროლეს ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, დაღუპულია სამი პირი

ხარკოვის რაიონში რუსებმა ტანკიდან ესროლეს ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა. დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი სოციალური ქსელის საშუალებით იუწყება.

„ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ოჯახი ორ ბავშვთან ერთად. ოჯახი ამბობდა, რომ სამოქალაქო პირები იყვნენ და თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. მშობლები და ცხრა წლის გოგონა დაიღუპნენ, 17 წლის ბიჭი დაშავდა“, – ნათქვამია გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, პროკურორის ოფისის მონაცემებით, ნიკოლაევის რაიონში დაბომბვების შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, საიდანაც მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის შვიდი წლის ბავშვის.

პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 22 მარტის მდგომარეობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში სულ დაღუპულია 117 ბავშვი და დაშავებულია 155. მათივე ცნობით, რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 548 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 72 სრულად არის განადგურებული.