უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დანაშაულთა გამოძიებაში ოთხი ევროპული ქვეყანა ერთვება
უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დანაშაულთა გამოძიებაში ოთხი ევროპული ქვეყანა ერთვება

რუსეთის სამხედრო დანაშაულთა გამოძიებაში ოთხი ევროპული ქვეყანა ერთვება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

მისი ცნობით, ეს ქვეყნებია ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და გერმანია.

„მსოფლიო კოალიცია სამართლიანობისთვის ყოველდღიურად იზრდება. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ იურიდიულ ფრონტზე“, – წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

მარტის დასაწყიში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე დაიწყო უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად სამხედრო დანაშაულთა გამოძიება.