უკრაინის გენერალური პროკურორის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 177 ბავშვი დაიღუპა, 336 კი დაშავდა
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 177 ბავშვი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის ომის 45 დღის განმავლობაში უკრაინაში 177 ბავშვი დაიღუპა და 336 დაშავდა. პროკურატურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ციფრები საბოლოო არ არის და მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის.
ამასთან, გენერალური პროკურატურის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 938 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 87 სრულად არის განადგურებული.