უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 546 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 546 ბავშვი დაიღუპა,- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ამასთან, უწყების მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 1 330-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო.
ყველაზე მეტი არასრულწლოვანი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო. აღრიცხულია მხოლოდ ისინი, ვისი სახელების დადასტურება გახდა შესაძლებელი. იმ რაიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვერპლთა აღრიცხვა ახლა შეუძლებელია.