უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურობა ახლად ჩამოყალიბებული დანაყოფების უკრაინაში გაგზავნას აჩერებს
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურობა ახლად ჩამოყალიბებული დანაყოფების უკრაინაში გაგზავნას აჩერებს

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო მეთაურობა ახლად ჩამოყალიბებული დანაყოფების უკრაინაში გაგზავნას აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საბრძოლო მოქმედებების თეატრში მიმდინარე სიტუაციამ და უმაღლესი სარდლობის მიმართ უნდობლობამ აიძულა მოხალისეთა დიდი რაოდენობა, კატეგორიული უარი ეთქვათ საბრძოლო პირობებში სამსახურის პერსპექტივაზე“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ სიტუაციაზე გავლენა აქვს ინფორმაციას დაღუპული რუსი სამხედროების რეალური რაოდენობის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული კერძო სამხედრო კომპანიებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებულთა დანაკარგები.

ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთიდან ახალი დანაყოფების გაგზავნასთან დაკავშირებით სიტუაცია რთულდება დაჭრილების მიმართ რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულების გამო. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის საავადმყოფოები განგებ ამსუბუქებენ საბრძოლო ტრავმების დიაგნოზს.