უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური - უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მტერი ჩვენი ჯარების რაოდენობას აღემატება, ცოცხალი ძალის ნაკლებობას გავიცდით
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის ძალები უკრაინის ჯარებს რიცხობრივად 7-10-ჯერ აღემატება, – ამის შესახებ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა, იური სოდოლმა განაცხადა.
„მტერი 7-10-ჯერ აღემატება ჩვენს რაოდენობას, ცოცხალი ძალის ნაკლებობას გავიცდით“, – განაცხადა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
იური სოდოლი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსადალი ალექსანდრ სირკი უკრაინის პარლამენტში მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამდე სიტყვით გამოვიდნენ.
სოდოლმა დეპუტატებს საკანონმდებლო ინციციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ის ძალიან გვჭირდება. ჩვენ თავდაცვა ბოლო ძალებით გვიკავია“, – აღნიშნა მან.
მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი.