უკრაინის ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საომარი მოქმედებებით გამოწვეული წინასწარი ზარალი სულ მცირე 500 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს თანხა საბოლოო არ არის
უკრაინის ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საომარი მოქმედებებით გამოწვეული წინასწარი ზარალი სულ მცირე 500 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს თანხა საბოლოო არ არის

უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო მიყენებული წინასწარი ზარალი სულ მცირე 500 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს თანხა საბოლოო არ არის. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ განაცხადა.

„უამრავი ლოგისტიკის ჯაჭვი სრულად დაირღვა, ბევრი საწარმო განადგურდა და ზოგიერთი უბრალოდ ვერ მუშაობს, რადგან მათი თანამშრომლები წავიდნენ. ეკონომიკის სამინისტროში თვლიდნენ, რომ ომის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედიდან ნახევრამდე იქნებოდა, თუმცა ზუსტი თანხა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა მარჩენკომ.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მანამდე პროგნოზირებდა უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტით შემცირებას 2022 წლის ბოლომდე, რუსეთთან ომის გამო. ფონდი ასევე პროგნოზირებს ინფლაციის 19,1 პროცენტამდე გაზრდას.