უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში სოლიდარობის აქცია გაიმართა
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციაზე, აჭარაში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივები და ბელარუსის რამდენიმე მოქალაქეც იმყოფებოდნენ.
„ყოველდღე უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ ტერორისტი პუტინი და მისი ქვეშევრდომები. ამ მონსტრის დასამარცხებლად საჭიროა მეტი იარაღი. ვთხოვთ მეგობარ ქვეყნებს, უფრო მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე სიმბოლურად და მადლიერების ნიშნად, იმ ქვეყნების დროშები გამოფინეს, რომლებიც უკრაინას გვერდში უდგანან.