უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საბძროლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს საფრთხეები, რომელიც აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვისაა გათვალისწინებული და შესაბამისად, მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია არ გაითვალისწინა.
ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულებიც, რომლებსაც გამოძიება ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.
“ჩვენ ვიმყოფებით სამარტოო საკანში და რთულია, ჩვენს ქვეყანაში ასეთ საკანში ყოფნა დასჯაა. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რაიმე ინფორმაცია მივიღოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენთან არ შემოსულა გამომძიებელი და არც პროკურორი“, – განაცხადა ბრალდებულმა როლანდ მელიამ.
ასევე მიმალვის საფრთხე და გამოძიებისთვის ხელის შეშლა გამორიცხა ყველა ბრალდებულმა, რომლებიც არც ერთი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
„თითქმის 50 წლის ვარ და ამ დრომდე არ მქონია კანონთან კონფლიქტი. გპირდებით, რომ არ წავალთ თბილისიდან და გამოვცხადდებით სასამართლოში“, – განაცხადა ბრალდებულმა ალექსანდრე ნოვიკოვმა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.