საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი არ აკეთებს კომენტარს უკრაინიდან საქართველოს ელჩის დროებით გამოძახებასთან დაკავშირებით.
„ეს კითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა დაუსვათ. საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფუნდამენტური პრინციპია ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობას სურთ, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებმა უფრო მეტი გავაკეთოთ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის“, – განუცხადა იგორ დოლგოვმა ქართველ ჟურნალისტებს კითხვის პასუხად.
ოფიციალურმა თბილისმა თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიძახა, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.