აშშ-ში უკრაინის ელჩი - რომის პაპმა დოსტოევსკი უყურადღებოდ წაიკითხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის უწმინდესობას რუსების სისასტიკე არ გაუკვირდებოდა
აშშ-ში უკრაინის ელჩი - რომის პაპმა დოსტოევსკი უყურადღებოდ წაიკითხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის უწმინდესობას რუსების სისასტიკე არ გაუკვირდებოდა

რომის პაპმა დოსტოევსკი უყურადღებოდ წაიკითხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის უწმინდესობას რუსების სისასტიკე არ გაუკვირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ განაცხადა.

„რუსი მწერლების/პოეტების რამდენიმე სხვა ნაწარმოები, მათ შორის პუშკინის, კუპრინის, ბულგაკოვის და თუნდაც ჩვენი რეგიონის ნამდვილი ისტორიის ზედაპირული შესწავლა აჩვენებს, რომ ჰუმანიზმს მოსკოვში ადგილი არ ჰქონია არც ივანე მრისხანეს დროს 1547 წელს, არც 1708 წელს, როდესაც ბატურინი სასტიკად დაანგრიეს და არც ყველა შემდგომი მოვლენისას“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მანამდე, რომის პაპმა განაცხადა, რომ დიდი პატივისცემა აქვს რუსი ხალხისა და რუსული ჰუმანიზმის მიმართ და ამისთვის, როგორც პაპი ფრანცისკე ამბობს, „საკმარისია დოსტოევსკი, რომელიც ქრისტიანებს დღემდე შთააგონებს, იფიქრონ ქრისტიანობაზე“.