რომის პაპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში სურდა, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ შეხვედრა საჭიროდ არ მიიჩნია
რომის პაპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში სურდა, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ შეხვედრა საჭიროდ არ მიიჩნია

რომის პაპ ფრანცისკეს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში სურდა, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ შეხვედრის გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია, – ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ბაჰრეინიდან რომში დაბრუნებისას თვითმფრინავში განაცხადა.

რომის პაპის თქმით, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოში პირადად მივიდა და გადაწყვიტა ამ თემაზე საუბარი რუსეთის ელჩთან, რომელსაც ის „კეთილ ადამიანად“ მიიჩნევს.

„მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო იყო. ლავროვმა უპასუხა ძალიან თავაზიანად – „გმადლობთ, მაგრამ ეს არ არის საჭირო ამ მომენტისთვისო“, – აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპმა ასევე თქვა, რომ წმინდა საყდარი მხარეებთან მუშაობს პატიმრების საკითხზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის აკეთებდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, დიდი პატივისცემა აქვს რუსი ხალხისა და რუსული ჰუმანიზმის მიმართ და ამისთვის, როგორც პაპი ფრანცისკე ამბობს, „საკმარისია დოსტოევსკი, რომელიც ქრისტიანებს დღემდე შთააგონებს იფიქრონ ქრისტიანობაზე“.