დმიტრო კულება – საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა, როდის წავა საქართველოში, ეს ნამდვილად იქნება პოლიტიკური მომენტის საკითხი

18:16, 28.02.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა.

კულებას თქმით, როდის წავა საქართველოში, ეს ნამდვილად პოლიტიკური მომენტის საკითხი იქნება, რადგან ელჩის ყოფნა-არყოფნა ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია.

„ჩვენი ურთიერთობის განვითარებაში ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ. ახლა შემიძლია ვთქვა: უკრაინელი ხალხისა და ქართველი ხალხის ურთიერთობა თუ რჩება უცვლელად ძმური და პოზიტიური, მაშინ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს მთავრობაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ და ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქმე დაასახელა.

„სააკაშვილის საქმიდან დაწყებული, რომელსაც უბრალოდ კლავენ – აუცილებელია, ყველაფერს დავარქვათ სახელი – და დამთავრებული, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, არის კითხვები, არის პრობლემები, მაგრამ მათთან კომუნიკაციის საკმარისი არხები გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობა და ვეცადოთ პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მსგავსი