რუსლან სტეფანჩუკი საქართველოში ელჩის დაბრუნებაზე - მას შემდეგ, რაც ჩვენი დიპლომატიური სამსახური დაამთავრებს ყველა დიპლომატიურ ნიუანსს, ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი
რუსლან სტეფანჩუკი საქართველოში ელჩის დაბრუნებაზე - მას შემდეგ, რაც ჩვენი დიპლომატიური სამსახური დაამთავრებს ყველა დიპლომატიურ ნიუანსს, ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი მიიჩნევს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც დიპლომატიური სამსახური დაასრულებს ყველა დიპლომატიურ ნიუანსს.

აღნიშნულით რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, „როდის უნდა ველოდოთ უკრაინის ელჩს საქართველოში“.

„ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ჩვენი დიპლომატიური სამსახური დაამთავრებს ყველა დიპლომატიურ ნიუანსს, ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.