უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევის შევჩენკოს რაიონში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, ერთი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა, რის გამოც პაციენტები ევაკუირებულნი არიან ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.