უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ხიდზე უცნობმა პირებმა აფეთქება მოაწყვეს
უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ხიდზე უცნობმა პირებმა აფეთქება მოაწყვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ხიდით რუსეთი სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებას ახდენდა.
მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სამარის ოლქში აფეთქების შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ხიდი. გავრცელებული ცნობებით, დაზიანებულია მდინარე ჩაპაევკაზე გამავალი ხიდი. დაზიანებულია მეტალის კონსტრუქციები და ხიდის დამცავი ჯებირები. აფეთქების შედეგად ბეტონის საყრდენი, წინასწარი ცნობებით, არ ჩამონგრეულა. მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან. მატარებლების მოძრაობა ხიდზე გაჩერებულია.
მოგვიანებით რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელდა ცნობა, რომ სამარის ოლქში, რკინიგზის ხაზზე კიდევ რამდენიმე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.