უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში რუსული А-50-ის ტიპის სარადარო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში რუსული А-50-ის ტიპის სარადარო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
„განადგურებული რუსული A-50У არის თვითმფრინავის ახალი მოდერნიზებული ვერსია, რომლის ღირებულება 350 მილიონი დოლარია“, – აცხადებენ უწყებაში.
სოციალური ქსელებში ვრცელდება თვითმფრინავის ჰაერში დაზიანების ამსახველი კადრებიც.
ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დღესვე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში „სუ-34“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავიც ჩამოაგდეს.