უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულად მასირებული დარტყმის საფრთხეზე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ თავდასხმას აწარმოებს
უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულად მასირებული დარტყმის საფრთხეზე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ თავდასხმას აწარმოებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ თავდასხმას აწარმოებს „განსაკუთრებულად მასირებული დარტყმის საფრთხესთან“ დაკავშირებით.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის უკრაინის დაზვერვის სამმართველოს სახელით ხელისუფლება სოციალურ ქსელებში ავრცელებს ყალბ შეტყობინებებს უკრაინულ ქალაქებზე „განსაკუთრებულად მასირებული“ დარტყმის შესახებ, რომელიც თითქოსდა 20 ნოემბერს უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის საელჩომ მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო კიევში მუშაობა შეაჩერა.

უკრაინის დედაქალაქში საელჩოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის დიპლომატიურმა მისიებმა.