უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს

რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს და ამისთვის მობილიზაციის ახალ ტალღებს განახორციელებს, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და ასევე, გაწვეული მოქალაქეებისთვის სასწავლო ცენტრებს ამზადებენ.

„უკრაინის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს მობილიზაციის მომდევნო ტალღას. კიდევ 500 ათასი ადამიანი შევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რაც ტერორისტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, შექმნას სტრატეგიული რეზერვები“, – აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.