უკრაინის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია მოხვდება. დათვლილია ბიულეტენების 96%-ზე მეტი. ამ დროისთვის ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ 43,12% აქვს. „ოპოზიციურ პლატფორმას სიცოცხლისთვის“ – 13,05%. მესამე ადგილზეა პარტია „ბატკივშინა“ – 8,17%-ით, მას მოსდევს „ევროპული სოლიდარობა“ – 8,12%-ით, ხოლო პარტია „ხმას“ 5,84% აქვს.
როგორც პარტია „ხალხის მსახურში“ აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტის პარტია ახალ რადაში 426-ზე მეტ დეპუტატს შეიყვანს, მაშინ მას კანონით კოალიციის ფორმირება აეკრძალება. შესაბამისად ის დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მინისტრთა კაბინეტს.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. მეცხრე მოწვევის რადა პირველ სხდომას აგვისტოს ბოლოს გამართავს.