სააკაშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, ვადამდელ არჩევნებში ხმა ზელენსკის პარტიას მისცენ
სააკაშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, ვადამდელ არჩევნებში ხმა ზელენსკის პარტიას მისცენ

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს სთხოვს, მისი პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ხმა მისცენ, თუმცა, რაც შეეხება პარტიას, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურს“. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის უნდა მიეცეს შანსი, პარლამენტში უმრავლესობის ფორმირება მოახდინოს და თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია.

ამასთან, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვების თანახმად, მის პარტიას ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის დაბალი შანსი აქვს.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.