უკრაინის ცესკო-ს თავმჯდომარე - არჩევნებმა მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიარა
უკრაინის ცესკო-ს თავმჯდომარე - არჩევნებმა მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიარა

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტატიანა სლიპაჩუკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიარა.

როგორც სლიპაჩუკი ამბობს, არჩევნებზე ამომრჩეველთა 12 პროცენტი არ მივიდა. მისივე ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში დაინიშნება.

„ხმათა უმრავლესობა, 60%-ზე მეტი უკვე დათვლილია, მათ შორის სხვა ქვეყნების მონაცემები. არჩევნებზე ამომრჩეველთან თითქმის 12 პროცენტი არ მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბრები, თითქოს გარკვეულ უბნებზე ძალისმიერი მეთოდები და ხარვეზები დაფიქსირდა, საბოლოო ჯამში, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში და დემოკრატიულად ჩაიარა.

მეორე ტური ორ კვირაში დაინიშნება. ეს ჩვენთვის მოსამზადებლად ცოტა დროა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის“, – აღნიშნა სლიპაჩუკმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მსახიობ და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.

დატოვე კომენტარი