მედიის ცნობით, ბელარუსის ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსაკაიას ცესკო-ს შენობიდან არ უშვებენ
მედიის ცნობით, ბელარუსის ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსაკაიას ცესკო-ს შენობიდან არ უშვებენ

ბელარუსის ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსაკაიას ცესკო-ს შენობიდან არ უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო, პოლიტიკოსის მხარდამჭერებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ციხანოვსკაია შენობაში საკუთარი ნების საწინააღდმეგოდ რჩება.

შეგახსნებთ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი ცესკო-ს შენობაში არჩევნების შედეგების გასასაჩივრებლად მივიდა. გავრცელებული ცნობით, მას სამართალდამცავები გაესაუბრნენ. მოგვიანებით, ცესკო-ს შენობიდან გამოვიდა ციხანოვსკაიას ადვოკატი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა უკვე დატოვა შენობა.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ციხანოვსკაიას ტელეფონი ჩართულია, ჟურნალისტები მასთან დაკავშირებას უკვე ხუთი საათია, ვერ ახერხებენ.

მანამდე, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ციხანოვსაკაიაზე თავდასხმა იგეგმებოდა, რომლის აღკვეთა სპეცსამსახურებმა შეძლეს.

ბელარუსში ვითარება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ცესკო-ს მონაცემებით, გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და ხმების გადათვლას ან განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. გუშინ მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში აქციები გაიმართა, რა დროსაც 3000 ადამიანი დააკავეს. 100-ზე მეტი დაშავდა.

დატოვე კომენტარი