მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთეს
მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთეს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მათ ოპოზიციის გაერთიანებულმა შტაბმა მიაწოდათ. ამოღებულია მიმოწერა, სადაც საუბარია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს „საკრალური მსხვერპლი“ სჭირდებათ. უსაფრთხოებაში აცხადებენ, რომ დადგენილია პიროვნება, რომელსაც მალე აიყვანენ. ოპოზიციის გაერთიანებულ შტაბს კი 120-მდე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი დაიცავს.