უკრაინის არმიის მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეთაური აცხადებს, რომ ავდეევკის ერთ-ერთ რაიონში ბრიგადის ჯარისკაცები მთლიანად ალყაში არიან მოქცეული
ავდეევკის ერთ-ერთ რაიონში მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები მთლიანად ალყაში იმყოფებიან, – ამის შესახებ ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, როდიონ კუდრიაშოვმა განაცხადა.
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის თქმით, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ვითარება კრიტიკულია, ზოგან კი – დაძაბული, რადგან ზოგიერთ ადგილას – 180-გრადუსიანი, ზოგან კი 360-გრადუსიანი ალყაა.
როდიონ კუდრიაშოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ შესაძლებლობა, გახსნან ეს რგოლი დამრტყმელ-მოიერიშე ოპერაციების დახმარებით.
„მტერს მართლაც დიდი უპირატესობა აქვს ჩვენზე. მოწინააღმდეგე სამხედროებს შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან ავდეევკაზე შეტევის დროს“, – განაცხადა უკრაინის არმიის მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილემ.