უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში ქარხანა „კავკაზის“ ტერიტორია დაბომბეს, სადაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა
უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ქარხანა „კავკაზის“ ტერიტორია დაბომბა, სადაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტები მიეწოდებოდა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიას.
ობიექტის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ორი ხანძარი გაჩნდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო თვითმფრინავების შეტევა მოიგერია, სამრეწველო საწყობების ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი დიზელის საწვავს ხანძარი გაუჩნდა.