უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინაში 2 000 სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანა
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინაში 2 000 სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანა. უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების მიზნით, მოსკოვმა უკრაინაში ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზების დანაყოფები შეიყვანა, რომელიც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიან.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, მე-4 ბაზიდან რუსი და ოსი სამხედროებისგან სამი სამხედრო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაში 1 200 ჯარისკაცი შედის.
მე-7 ბაზიდან კი ორი საბრძოლო ჯგუფი შეიქმნა 800 ჯარისკაცის შემადგენლობით.