უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ადამიანის დაშავების შესახებ.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები შეტევაზე ერთდროულად ორი მიმართულებით ცდილობენ გადასვლას: ატარებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტსა და ავდეევკაში და ცდილობენ, გაიუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში რუს დამპყრობლებთან ბრძოლები გრძელდება.