უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, არსებობს უკრაინის ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვის შესაძლებლობა
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, არსებობს უკრაინის ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვის შესაძლებლობა

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, არსებობს უკრაინის ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვის შესაძლებლობა.

კიევში აცხადებენ, რომ ბელარუსის სამხედრო პერსონალის დიდი ნაწილი და ზოგიერთი მეთაური უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ საოკუპაციო ოპერაციებში მონაწილეობაზე.

გავრცელებული ცნობით, ბელარუსში ადგილობრივმა ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან, ნაწილობრივ მწყობრიდან გამოიყვანეს ბელარუსისა და უკრაინის დამაკავშირებელი რკინიგზა.

გავრცელებული ცნობით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსული და ბელარუსული სამხედრო ტექნიკის აქტიური მოძრაობა უკრაინის საზღვრის გასწვრივ.