უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ლუგანსკის, ხარკოვის და ხერსონის რეგიონებში კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა
უკრაინის არმიამ ლუგანსკის, ხარკოვის და ხერსონის რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში გათავისუფლებულია სოფელი გრეკოვკა, რომელიც ხარკოვის და დონეცკის რეგიონულ-ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
მათივე ინფორმაციით, ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ხანგრძლივი თავდაცვისთვის ემზადებიან, რადგან თხრიან სანგრებს, ნაღმავენ ტერიტორიას და ავსებენ რეზერვებს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ასევე გათავისუფლებულია ხერსონის რეგიონის სოფელი ტრიფონოვკა და ხარკოვის რეგიონის სოფელი გლუშკოვა.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით, პირველი ოქტომბრის შემდეგ, 29 დასახლება გაათავისუფლა, რაც 400 კვადრატული კილომეტრია.