უკრაინის არმია ხერსონის ოლქში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით სამხედრო წვრთნას ატარებს
უკრაინის არმია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მოსაზღვრე ხერსონის ოლქში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით სამხედრო წვრთნას ატარებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, „იაგორლიკის“ სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე სამხედრო სწავლებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საზენიტო-სარაკეტო ჯარები იღებენ მონაწილეობას.
სამხედრო წვრთნების პირველ დღეს, სამხედროებმა „ეს-300პეტე“, „ეს-300ბე1“, „ბუკ ემ1“ და „ეს-125-2დე1“-ის კომპლექსებიდან, საჰაერო, სახმელეთო, წყალქვეშა და ელექტრონული სამიზნეების წინააღმდეგ 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
ხერსონის ოლქში ტაქტიკური სწავლება ოთხ ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო სივრცე დაიხურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, „რუსეთის საზღვრებთან ნებისმიერი სამხედრო სწავლება შეშფოთებას იწვევს“.