უკრაინის აღმოსავლეთში სამთავრობო არმიას სეპარატისტების დივერსიული ჯგუფი დაესხა თავს
უკრაინის აღმოსავლეთში სამთავრობო არმიას სეპარატისტების დივერსიული ჯგუფი დაესხა თავს

უკრაინის აღმოსავლეთში, დასახლებულ პუნქტ იოჟნოესთან სამთავრობო არმიას სეპარატისტების დივერსიული ჯგუფი დაესხა თავს. შეტაკების შედეგად, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დივერსიული ჯგუფის განეიტრალება შეძლეს და სამი მათგანი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაპირისპირების შედეგად, ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია უკრაინის დივერსიის საწინააღმდეგო დაჯგუფების მეთაურიც.

დღის განმავლობაში უკრაინელი სეპარატისტები ასევე ბომბავდნენ ტორეცკის რაიონებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების ქვეითთა საბრძოლო მანქანა ააფეთქეს.

პარალელურად, ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, კიევში ტერორისტული საფრთხის დონე გაიზარდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.