უკრაინის 10 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის 10 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის ხელისუფლებამ კიევში და კიდევ 10 ოლქში საჰაერო განგაში გამოაცხადა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სარაკეტო დარტყმის საფრთხეა კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის, რივნეს ოლქებში.

მანამდე, აშშ-ის საელჩომ მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო კიევში 20 ნოემბერს მუშაობა შეაჩერა.

უკრაინის ქალაქში საელჩოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის დიპლომატიურმა მისიებმა.