საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.