უკრაინიდან ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფების აზერბაიჯანელი ხელმძღვანელის ექსტრადაცია განხორციელდა
უკრაინიდან ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფების აზერბაიჯანელი ხელმძღვანელის ექსტრადაცია განხორციელდა

უკრაინიდან ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფების აზერბაიჯანელი ხელმძღვანელის ექსტრადაცია განხორციელდა.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, საუბარია ემილ ხალილოვზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაყალბებული დოკუმენტებით ცხოვრობდა უკრაინის ტერიტორიაზე. მასზე ძებნა „ინტერპოლს“ ჰქონდა გამოცხადებული.

უკრაინის ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ ხალილოვი უკრაინაში ყოფნის დროს სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ნარკოტიკების გადატანას კურირებდა. ამავე დროს, ის ცდილობდა „კანონიერი ქურდის სტატუსი“ მიეღო.

გამოძიების მიხედვით, ხალილოვი ოდესაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერების ბრძანებებს ასრულებდა. როგორც პოლიციაში ამბობენ, ხალილოვისგან სამართალდამცავებმა უკრაინაში მოქმედი „კანონიერი ქურდების“ საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს.

შეგახსნებთ, მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი „კანონიერი ქურდი“ იმყოფება.