უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ორი კატარღა გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ორი კატარღა გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს, რომ 30 მაისის ღამეს განადგურდა სატრანსპორტო-სადესანტო კატარღები. რუსული მცურავი საშუალებების წინააღმდეგ საზღვაო დამრტყმელი უპილოტო აპარატები გამოიყენეს.
უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ წარმატებული სპეცოპერაცია შესაძლებელი გახდა „იუნაითიდ 24“-ის გლობალური პლატფორმის მხარდაჭერის წყალობით. კატარღები ევპატორიის რაიონის სოფელ ჩერნომორსკოეს მახლობლად გაანადგურეს.