უკრაინელმა სამართალდამცველებმა მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებდნენ და მოლდოვაში გაქცევას ცდილობდნენ
უკრაინელმა სამართალდამცველებმა მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებდნენ და მოლდოვაში გაქცევას ცდილობდნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავება ოდესის რეგიონში მოხდა. ოთხ მიკროავტობუსში 47 სამხედრო ვალდებული პირი და შვიდი ორგანიზატორი იმყოფებოდა.
ორგანიზატორები ერთი ადამიანის გადაყვანისთვის 5-დან 10 ათას დოლარამდე იღებენ.
პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ ფრონტის მთელ ხაზზე სამხედრო შეტაკებების საერთო რაოდენობა გაიზარდა. საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს კუპიანსკის, ლიმანის, ტორეცკის მიმართულებებზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ქალაქ კრივოი როგის ინფრასტრუქტურა დაბომბა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები კიდევ ერთ ქვეყანასთან ერთად უკრაინისთვის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას აპირებს.