უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შვიდჯერ დაარღვიეს
უკრაინელი სამხედროების ცნობით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შვიდჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბში ავრცლებენ.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აკრძალული 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან, ასევე ყუმბარმტყორცნებიდან და საბრძოლო იარაღიდან.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ცეცხლი გახსნეს შუმის, პესკის და ზაიცევოს დასახლებულ პუნქტებთან.
შეგახსენებთ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან უკიდურესად დაძაბულია.