უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა ოდესაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქალაქო საბჭოშიც.
დარტყმის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ ვრცელდება.
უკრაინაში მოქმედი კანონმდებლობით, რუსეთის დარტყმების შედეგების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სოციალურ ქსელებში ოდესის მცხოვრებლები წერენ, რომ ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა.