უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს
უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს

რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია „თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, ქალაქის ცენტრში არცერთი რუსი ოკუპანტი ან სეპარატისტული სამხედრო ჯგუფის წევრი აღარ იმყოფება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეები, რომლებიც დათანხმდნენ თანამშრომლობას რუს ოკუპანტებთან ხარკოვის ოლქის ქალაქებში: კუპიანსკში, ბალაკლეასა და იზიუმში, ქალაქების განთავისუფლების ფონზე მასობრივად გარბიან რუსეთის ფედერაციაში.