თავისუფლებისთვის ბრძოლას უკრაინაში კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. ადგილორბივი მედიის ცნობით, ის ახლო წარსულში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, ანდრეი მასლოვია.
40 წლის სპორტსმენი გორლოვკასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. მან სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, ექიმებმა მასლოვის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მასლოვს რამდენიმე გუნდში აქვს ნათამაშები – “გორნიაკ სპორტ 2″-ში, არმიანსკის “ტიტანსა” და “ოლკომში“, ასევე ყველაზე ცნობილ საფეხბურთო კლუბებში, უკრაინის პრემიერლიგის “ხარკოვი” და დონეცკის “მეტალურგი” .
საფეხბურთო კარიერაში მასლოვმა 74 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.