უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილი ვარშავაში პოროშენკოს ოფშორული კომპანიის თვითმფრინავით ჩაიყვანეს
უკრაინელი დეპუტატის, იგორ ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილი ვარშავაში პოროშენკოს ოფშორული კომპანიის თვითმფრინავით ჩაიყვანეს.
როგორც რადას წევრი იგორ ლუცენკო სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში ჩაიყვანეს, უკრაინის ლიდერთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის.
„ჩარტერული რეისი თვითმფრინავმა Beechcraft Premier-მა შეასრულა, რომელიც პანამაში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Sky Center Holding Corp-ს ეკუთვნის“, – წერს ლუცენკო.
აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები რადას დეპუტატს არ მოჰყავს. ამასთან, flightradar24.com-ის მონაცემებით, იგივე თვითმფრინავმა ბოლო რეისი 8 თებერვალს კიევიდან ოდესაში შეასრულა.