უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა
უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფება.

ლიზა იასკო პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად არის მისული.

ლიზა იასკო საპატიმროში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შესვლას გეგმავს. ის მოქალაქეთა მისაღებში დოკუმენტაციის გაფორმებას ელოდება.

ლიზა იასკომ აღნიშნა, რომ მედიასთან კომენტარს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.