უკრაინელ ლტოლვილებს სამი წლით ევროკავშირში ცხოვრების უფლება ექნებათ
უკრაინელ ლტოლვილებს სამი წლით ევროკავშირში ცხოვრების უფლება ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინა 850 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მათგან ნახევარი პოლონეთში გაემგზავრა.
ევროკავშირი ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის ერთი წლით ბინადრობისა და მუშაობის უფლების გამარტივებული წესით გაცემას. ომი თუ გაგრძელდება, ნებართვის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება.