უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინულ დელეგაციასთან რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შეთანხმებას
რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია, უკრაინულ დელეგაციასთან „რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე შეთანხმებები ყველა მხარის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს“, – განაცხადა მედინსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს ბელარუსში ჩასატარებელი შეხვედრის ადგილამდე უსაფრთხოება გარანტირებული აქვს.
უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზეა დაგეგმილი.