„მხარს ვუჭერთ არჩევნების გადატანას,“- ასე გამოეხმაურა უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგის საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთხელ გადადებას მიხეილ მეტრეველი, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია.
მიხეილ მეტრეველი წლებია უკრაინაში ცნობილი ტელეწამყვანი და არაერთი სატელევიზიო პროგრამის ავტორია. უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურა უკრაინული ფეხბურთის ბოლო წრეების ლიდერმა, დონეცკის „შახტარმა“ წარმოადგინა.
„ალბათ, ეს არ არის არჩევნებისთვის საუკეთესო დრო, თუ იმის გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონატის განახლებისას სირთულეებს წავაწყდით. მაგრამ არ ვეთანხმები ზოგიერთი კლუბის ლიდერის განცხადებებს, რომ კანდიდატებს პროგრამები არ აქვთ. ეს სიმართლე არაა, პროგრამები არის,“ – ამბობს მიხეილ მეტრეველი.
უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგის საპრეზიდენტო არჩევნები კორონავირუსის გამო ორჯერ გადაიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს არჩევნების ჩატარება 2019/20 წლების ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სურთ.